|
2026-04-23 11:54:41, 2304 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. - ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში „ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას. „ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, ასე არ გამოუვათ არც მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)