|
2026-04-21 18:07:34, 2731 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
სუს-ის უფროსის პოსტზე რეჟიმი მამუკა მდინარაძეს გელა გელაძით ანაცვლებს. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. რაც შეეხება შს მინისტრს, ამ თანამდებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. დღევანდელ ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერიც იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)