|
2026-04-11 18:48:17, 9045 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა "მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე (2026 ECOSOC Youth Forum) სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაეროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა. ასევე აშშ-ში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)