|
2016-04-01 11:32:39, 504 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ბაღებთან მიმართებაში, პოლიტიკის კუთხით თუ რამე შესაცვლელია, ჩვენ მსჯელობისთვის მზად ვართ
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გუშინ პარლამენტში ბაღების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შოუ იდგმებოდა. როგორც მერმა აღნიშნა, მისი სურვილი არ იყო მერიას ამ შოუში მონაწილეობა მიეღო. ნარმანიას განცხადებით, როცა საქმე ბაგა-ბაღებსა და ბავშვებს ეხება ამ თემის პოლიტიზირება მიზანშეწონილი არ არის. „გადაწყვეტილებები რაც სააგენტომ მიიღო ეფუძნებოდა აუდიტის დასკვნას და სააგენტომ იმოქმედა მერიის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე. ამდენად გათავისუფლებები იყო აბსოლუტურად კანონიერი. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება შეუძლია სასამართლოს მიმართოს. პარლამენტის კომიტეტს არ შეუძლია იმსჯელოს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე. თუ ბაღებთან მიმართებაში რაიმე არის შესაცვლელი პოლიტიკის კუთხით ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, თუმცა გუშინ პარლამენტში პოლიტიკური შოუ იდგმებოდა, რომლის მონაწილე არ გვინოდა ვყოფილიყავით. როცა საქმე ეხება ბავშვებს, ბაღებს, ამ თემით პოლიტიზირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. დედაქალაქის მერი დაინტერესებულია, იცის ყველა დეტალი და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნარმანიამ. ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას გადადგომა, ნარმანიამ აღნიშნა, რომ - არა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)