|
2026-04-09 11:32:12, 5678 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, უწყვეტი აქციების აქტიურ მონაწილეებს ქართული ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავა. პარლამენტთან გვიან ღამიდან პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ცოტა ხნის წინ ადგილზე ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. ადგილზე მისულ ქართული ოცნების წევრებს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ და სკანდირებდნენ: "მონა", "რუსებო". ტერიტორიაზე ქართული ოცნების მთავრობის წევრების გამოჩენამდე, ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და შეეცადა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)