|
2026-03-30 13:41:15, 1271 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. დავით გაბაიძემ განმარტა, რომ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი გადადგომა თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობას უკავშირდება, გაბაიძემ არ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მოიაზრება, თუმცა აღნიშნულს დავით გაბაიძე არ ადასტურებს. ამბობს, რომ ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს. დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან, სამი მოწვევის განმავლობაში იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)