|
2016-03-31 12:45:16, 747 ნახვა
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა, რომელზე წვდომაც უკვე შეზღუდულია. ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება. რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ასევე ანონსი. რაზმაძე ასევე ამბობს, რომ ვიდეო მალევე დაიბლოკა. „უკვე მესამეჯერ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, ვიდეო აიტვირთა. ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში,“ - განაცხადა მაკა რაზმაძე. ვიდეო ასევე ატვირთეს მსახიობ ბესო ზანგურის „ფეისბუქგვერდზეც“. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კი სოციალურ ქსელში ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ მას კიდევ ერთხელ დაემუქრნენ. „ინგა გრიგოლია არავინ გთხოვს საქართველოდან წასვლას, ტელევიზიიდან წასვლას ვითხოვ!!!“, - წერია მუქარაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)