|
2026-03-13 15:36:24, 3571 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსის შესაძლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურამ წინასწარი შესწავლა ორ საქმეზე - “მდგომარეობა ვენესუელაში II” და “მდგომარეობა ლიეტუვაში/ბელარუსში”, დაასრულა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად უდევს 2024 წლის სექტემბერში გაკეთებული ლიეტუვის მიმართვა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდა, რაც სასამართლოს ბელარუსზე იურისდიქციას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ის სასამართლოს წევრი სახელმწიფო არ არის. "არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დეპორტაციამდე მიმავალი იძულებითი ქმედებები წარმოადგენდა ბელორუსის მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ან მისი ხელშეწყობის მიზნით. ოფისმა დაასკვნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები წახალისებული ან დამტკიცებული იყო მთავრობის უმაღლეს დონეზე. ასევე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში იყო ჩადენილი, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით," - წერია განცხადებაში. ICC-ს ახალი გამოძიება მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, როგორიცაა დეპორტაცია და დეპორტაციის გზით პოლიტიკური ნიშნით დევნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)