|
2026-03-06 21:21:08, 3730 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებას და ივანიშვილის რეჟიმს ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებით გრანტების რუსული კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ პრიციპებთან და საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან. "საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა ეფექტურად შეაფერხებს ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ძირითად სამოქალაქო საქმიანობას და ხელს შეუშლის პოლიტიკურ აქტივობას. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი. შვედეთი კვლავ რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად" - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)