|
2026-03-06 13:46:48, 2990 ნახვა
პოლიტიკა
11 წელი მიესაჯა სპორტის მასწავლებელს, მან მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა
პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის თანახმად, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. პოლიციამ ის 2025 წლის 12 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ექვსი ეპიზოდი) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)