09:37 - 23 May, 2026
|
2026-03-04 15:59:46, 1084 ნახვა
პოლიტიკა
IDF: თეირანის თავზე რუსული წარმოების ირანული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების F-35I ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა თეირანის თავზე რუსული წარმოების ირანული გამანადგურებელი თვითმფრინავი Yak-130 ჩამოაგდო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. THE TIMES OF ISRAEL წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა F-35-მა გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო, თუმცა ეს ბოლო 40 წელში პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა სხვა თვითმფრინავის წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ბოლო შემთხვევა, როცა ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, 1985 წლის 24 ნოემბერს, ლიბანის თავზე მოხდა. მაშინ ისრაელის F-15-მა სირიის საჰაერო ძალების ორი MiG-23 ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)