|
2026-03-03 17:00:49, 829 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ირანზე იერიში სწორია, თუმცა ჩვენ შეიძლება შევეჩეხოთ სირთულეებს შეიარაღების მხრივ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი იერიში ირანზე "სწორი გადაწყვეტილებაა", თუმცა ამბობს, რომ არსებობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის რისკი. იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ირანი, რომელიც რუსეთს დრონებითა და რაკეტებით ამარაგებდა, "ამას ვეღარ შეძლებს და შესაძლოა, ახლა რუსებმა მისცენ მათ შეიარაღება, საპასუხოდ". "ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო. ირანი აწარმოებს ბევრ შეიარაღებას რუსეთისთვის, მათ შორის დრონებს და რაკეტებს, თუმცა ახლა, ვფიქრობ, ამას ვეღარ შეძლებენ და შესაძლოა, ახლა რუსებმა მისცენ მათ შეიარაღება, საპასუხოდ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ამ ომის მნიშვნელობას და შესაძლო შედეგებს - მისი თქმით, კიევს შესაძლოა სირთულეები შეექმნას რაკეტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. "ჩვენ შეიძლება შევეჩეხოთ სირთულეებს ცის დაცვისთვის საჭირო რაკეტებისა და შეიარაღების მიღების მხრივ. ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და მოკავშირეებს ისინი შეიძლება თავდაცვისთვის გამოადგეთ - მაგალითად, Patriot-ის რაკეტები", - თქვა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)