|
2026-02-24 17:48:32, 2182 ნახვა
საზოგადოება
სუს-ი - წითელუბანთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 2026 წლის 20 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მახლობლად უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. იგი გათავისუფლდა და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „უკანონო დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად იქნა გამოყენებული ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ეს საკითხი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)