|
2026-02-23 14:58:18, 734 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, ნატოსა და ევროკავშირს შორის ნაცრისფერი ერა ყოველთვის „მწვანე შუქია“ რუსული აგრესიისთვის, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში მოხდა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატო-ს, ასევე რუსეთსა და ევროკავშირს შორის „ნაცრისფერი ხანა“ ყოველთვის იყო „მწვანე შუქი“ რუსული აგრესიისთვის. მისი თქმით, მსოფლიომ ეს თავისთავად დაინახა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში. ცახნამ აღნიშნა, რომ 24 თებერვალს ესტონეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს, რომელიც ქვეყანამ „რუსეთთან ომში მოიპოვა, საიდანაც გამარჯვებული გამოვედით“. ესტონელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარეშე, ის აქ თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენლად არ იდგებოდა, რადგან „ნატო-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ნაცრისფერი ხანა ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსული აგრესიისთვის“. „ეს ჩვენ 2008 წელს საქართველოში ვნახეთ. ხვალ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს. თუმცა, ეს ომი 2014 წელს დაიწყო. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ პუტინმა საერთოდ არ შეცვალა თავისი მიზანი და სულ უფრო მეტ თავდასხმას ახორციელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. როგორც უკვე ვთქვი, ეს ნაცრისფერი ზონები, ნეიტრალიტეტი და რასაც არ უნდა ვუწოდოთ მას, პუტინისთვის მხოლოდ მწვანე შუქია გასაგრძელებლად“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)