|
2016-03-30 11:46:45, 313 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ფრანგ კოლეგას ბერნარ კაზენევს შეხვდა
პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკანონო მიგრაციისა და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. ბერნარ კაზენევმა საქართველოს შს მინისტრს პარიზში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიაღწია და შესაბამისად, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად აისახა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა - „შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ძალიან დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის“. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საფრანგეთის შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებზე. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხების დასაძლევად ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს შს მინისტრმა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე სრული მზაობა გამოხატა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროსა და ევროპოლს (ევროპის პოლიციის სამსახური) შორის გაფორმდება შეთანხმება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის კრიმინალურ პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის, პოლიციის ატაშეების მონაწილეობით. გიორგი მღებრიშვილი და ბერნარ კაზენევი სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)