10:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 00:21:40, 1391 ნახვა

პოლიტიკა
გია ბერძენაძე: ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა არასოდეს მდომებია

"ძალოვან ვეტერანთა და პატროტთა პოლიტიკური მოძრაობის" თავმჯდომარის გია ბერძენაძის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის  თანამდებობაზე დანიშვნა მისი სურვილი არასოდეს ყოფილა.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე - ხომ არ მოიაზრება ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად, აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და ამ სფეროში სამუშაოდ არასდროს წავა. თუმცა, ბერძენაძის თქმით, ვეტერანების საქმეთა სამსახურს ყოველთვის გვერდში დაუდგება.

"მე ვარ იურისტი,  ვარ პოლიტიკაში და დეპარტამენტის ხელმძღვანელად წასვლა ჩემი სურვილი არასოდეს ყოფილა. ადრე კი, ერთი სამი წლის წინ, იყო რაღაც შემოთავაზებების დონეზე, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში, არანაირი სურვილი არ მქონია. მითხრეს კონკრეტულმა პირებმა, ხომ არ წახვიდოდი სამუშაოდ  ამ სისტემაში და მე კატეგორულად უარი ვთქვი და დღესაც უარზე ვარ და არასოდეს ამ სისტემაში მე  სამუშაოდ არ წავალ.

20-30 000 კაციანი პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი ვარ, ვარ აქტიურ პოლიტიკაში, მთავარი პროკურორის მოადგილე ვიყავი და  ვეტერანთა დეპარტამენტში ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას, მაგრამ  რაშიც დავჭირდები, ყოველთვის მზად ვარ, გვერდში დავუდგე",- განაცხადა გია ბერძენაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics