|
2026-02-09 11:26:46, 1073 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გორში ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით - 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარატამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს. გამოძიებით დაგინდა, რომ ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა, ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)