|
2026-02-05 19:00:25, 618 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვის თქმით, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობა შეუთავსებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობა შეუთავსებელია. "დისკუსიები იმის შესახებ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ხელსაყრელი სომხეთისთვის - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა - მიმდინარეობს. ჩვენ ამ დისკუსიებს ვაკვირდებით, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ეს [პოზიცია] არ არის განპირობებული რაიმე იდეოლოგიური მოტივებით, არამედ რეალობიდან გამომდინარეობს. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირთან თანამშრომლობას და, მით უმეტეს, მასში გაწევრიანებას. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას სრულად ვცემთ პატივს. ვიმედოვნებ, რომ არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული იქნება ის შედეგები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია სომხეთმა, მას შემდეგ, რაც ეეკ-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა", - თქვა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)