|
2026-02-05 17:56:43, 630 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს მაგალითად - ევროინტეგრაციას
ქართული ოცნების სატელიტი პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პროპაგანდისტულ მედიებს რუსთავი 2-სა და იმედს მიმართავს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაუწიონ ორგანიზება დებატებს. ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე. "პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, შეგვიძლია ნებისმიერი თემა ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები. მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა, უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლიუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლიუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშრებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით", - თქვა მან,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)