00:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 15:32:33, 1190 ნახვა

ეკონომიკა
მედიკემენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია - PSP ჯგუფი

PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მედიკამენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია და ქვეყანაში წამლების რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი 2022 წლიდან მოქმედებს. „ფასების სამთავრობო კომისიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა პოზიციები გააზიარეს, თუმცა კონკრეტულად არაფერზე შეთანხმებულან.

PSP ჯგუფში მიაჩნიათ, რომ მედიკამენტების ფასების შემცირების კიდევ ერთი სივრცე ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაშია.

„რეფერენტულ ფასებზე იყო საუბარი. საქართველოს აფთიაქებში რეფერენტული ფასი 2022 წლიდან არის. რაც ძალიან კარგია. მედიკამენტების ფასების შემცირების სივრცე, ჩვენი აზრით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაშია, მედიკამენტების უფრო დიდ ჩამონათვალზე გავრცელებაში. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

ზუსტად არ ვიცი შეიქმნება თუ არა, ჩვენ ყველაფერში ჩავერთვებით. ჩვენი ინტერესია, რომ მოსახლეობამ იაფი მედიკამენტები მიიღო. ამ მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგმულია, რომ მედიკამენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია და ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია. ზოგადად, ძვირიან მედიკამენტებს თუ ჩვენი ჯიბე ვერ გასწვდება ეს პრობლემაა და ამას ქვეყანაში მშპ-ს ზრდა და მოსახლეობის შემოსავლის ზრდა სჭირდება.

ჩვენი აზრია, რომ ადგილობრივი წარმოების წილი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უნდა დაეწიოს იმ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივად აწარმოებენ მედიკამენტებს“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics