|
2026-01-23 19:41:01, 760 ნახვა
პოლიტიკა
ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი
ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ჰიპერმა ევროსკოპის დასმულ კითხვას უპასუხა. "სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს ნამდვილად არის ქართული ოცნების სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი – გააჩუმოს განსხვავებული ხმები და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის". - თქვა ჰიპერმა. 23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა. მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი - სიტყვიერი გაფრთხილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)