|
2026-01-09 14:54:41, 866 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე: საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ყურადღებას აქცევს. „რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი ვალდებულებაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და ყოველ ჯერზე, როდესაც ის კვლავ მკვლელობებსა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გაამახვილებს ყურადღებას, უნდა იგრძნოს შედეგები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. „ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა - კატარი, სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ომის ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, - წერს ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. „დღევანდელი დარტყმა ასევე ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდების, წარმოების ან შეთანხმებების მიღწევის პროცესში“, - წერს ზელენსკი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)