|
2016-03-28 14:47:28, 1116 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტებში გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
ბრიუსელის ტერაქტებში გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ბელგიის ჯანდაცვის მინისტრზე, მაგი დე ბლოკზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან 4 პირი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაციით სულ 35 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორის 3 თვითმკვლელი ტერორისტი არ შედის. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ეროვნება და პირადი ინფორმაცია ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. 1 საათის შემდეგ აფეთქება მეტროსადგურ "მალბეკზე" განხორციელდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტების სერიას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწერა, 270-ზე მეტი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)