19:07 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 13:51:21, 734 ნახვა

პოლიტიკა
ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

Interpresnews ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია. 

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ბიჭიკო პაიკიძე ბრალდებულია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების საქმეებზე.

ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. 

პროკურატურამ მას და კიდევ 5 პირს ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა. 

პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.

ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9-წლამდე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics