|
2025-12-30 16:48:06, 8538 ნახვა
საზოგადოება
Energo-Pro Georgia: დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს
ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინილია "იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს. სამეგრელოში არსებული 142 000 აბონენტიდან კი 20 000 მდე აბონენტს. საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტიების დაახლოებით 5 %-ს. საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება" - წერს კომპანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)