09:36 - 23 May, 2026
|
2025-12-26 15:10:10, 8448 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 115 სავარაუდო წევრი დააკავეს
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 100-ზე მეტი სავარაუდო წევრი დააკავეს. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულები შობისა და ახალი წლის ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. სტამბოლის პროკურატურის ცნობით, რეიდები ჩატარდა ქალაქის მასშტაბით 124 მისამართზე, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და "ორგანიზაციული დოკუმენტები" ამოიღეს. ოფიციალური პირების თქმით, IS-ის მხარდამჭერები აქტიურად გეგმავდნენ თავდასხმებს თურქეთის მასშტაბით, განსაკუთრებით არამუსლიმურ დასახლებებში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად დაკავებულია 115 ეჭვმიტანილი, კიდევ 22 პირის ადგილსამყოფელის დასადგენად კი სამუშაოები გრძელდება. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები კონტაქტში იყვნენ თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)