|
2016-03-27 16:02:39, 1111 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: სახალხო პარტიის წარმომადგენელმა არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა
ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, საქართველო ზაფხულში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დაულიმ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა. “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც იყო გაცხადებული, ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ, როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,“-განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ჯოზეფ დაულიმ რუსთავი2-ს განუცხადა, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)