|
2016-03-27 14:42:14, 576 ნახვა
საზოგადოება
პატარა ლილოში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მა მუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. ამასთან, მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისმოგვარებასაც დაპირდა. ამ ეტაპზე, სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა ახალი სანიაღვრე არხი. დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში მისასვლელი გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ამიტომ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს გზა კაპიტალურად კეთდება, იცვლება საფუძველი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ამით მოგვარდება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან დასახლებაში არსებულ სხვა საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. მათ სურთ საბავშვო გასართობი მოედანი. საკითხს გამგეობასთან ერთად განვიხილავთ და ამასაც გავაკეთებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დასახლებამდე მოსასვლელ გზასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ გვარდება. “,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დასახლების გაფართოებას. პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)