00:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 10:44:18, 625 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სპორტული კლუბის წევრი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORSE-ის ავტომრბოლელი, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე  იასპარეზებს.

შსს-ს ინფორმაციით, დათა ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღებს და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა, ამ თემასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შს სამინისტროს მხრიდან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და დამსწრე საზოგადოებას დათა ქაჯაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შსს-ს სპორტული კლუბის საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში სპორტული კლუბის ავტომობილები, დავით ქაჯაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული თასები და ავტომრბოლელის ასპარეზობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო არხებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. სპორტსმენის სპონსორად კი ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკი“ დასახელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics