|
2025-12-16 12:38:59, 13567 ნახვა
საზოგადოება
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა - ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო. მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას. თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)