10:25 - 23 May, 2026
|
2016-03-26 15:58:17, 1143 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს
ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე არ გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Regnum ავრცელებს. როგორც მედია საშუალება ბრიუსელის აეროპორტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იტყობინება, საგამოძიებო სამუშაოები აეროპორტში დასრულებულია. თუმცა, იგი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს. ვიდრე აეროპორტი მგზავრების მიღებას დაიწყებს, ტექნიკური პერსონალი და ინჟინრები აეროპორტის შენობის გამართულობას შეამოწმებენ და ზარალს შეაფასებენ. აეროპორტში უსაფრთხოების ახალი მოწყობილობები დამონტაჟდება. შეგანხსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)