00:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 14:52:18, 566 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

კონკურსში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება“  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა 27 პროექტით გაიმარჯვეს. 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და ახალი კონკურსი გამოაცხადა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა კიდევ უფრო ხარისხიანი ფორმალური განათლება მიიღონ და  დედაქალაქის სკოლებში  არაფორმალური განათლების შესაძლებლობა გაფართოვდეს.

პირველი კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების, სასკოლო კლუბებისა  და საინიციატივო ჯგუფების, 3000-ზე მეტი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი მონაწილეობდა. ახალი კონკურსისთვის, აპლიკაციების მიღება 15 აპრილამდე გაგრძელდება.

კონკურსი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურმა პირველად  2015 წელს გამოაცხადა და შემდეგ თემებს მოიცავს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა; ახალგაზრდა მეცნიერები; თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები; სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; დემოკრატიული გარემოს მშენებლობა სკოლებში; კულტურა და ხელოვნება; ძალადობისაგან თავისუფალი სკოლა; ეკოლოგია და გარემოს დაცვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics