23:06 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 00:38:26, 2022 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია: მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, გადაამოწმოს BBC-ის ცნობები, დაასანქციროს პასუხისმგებელი პირები

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლები - სენატორი როჯერ უიკერი, ჯო უილსონი, შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების შსს 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა. 

ისინი შემაშფოთებელს უწოდებენ ამ ცნობებს და აშშ-ის მთავრობასა და დემოკრატ მოკავშირეებს მოუწოდებენ, გადაამოწმონ ინფორმაცია და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს.

განცხადებაში ასევე მოწოდებაა კონგრესმენებისადმი, მხარი დაუჭირონ MEGOBARI Act-ს, რათა - "სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცეს დამატებითი ბერკეტები, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის". 

"ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებში დამწვრობები და ხანგრძლივი ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია და ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების დარღვევას, რისი დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი სანქციები ქართულ ოცნებას აყენებს ერთ გაერთიანებაში რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერს იშურებენ.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI Act, ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ბერკეტებს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics