|
2025-12-03 15:04:20, 2514 ნახვა
საზოგადოება
ნოემბერში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოავლინეს. 556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 - ბათუმში, 86 - ქუთაისში, 41 კი - ქალაქ რუსთავში. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია 5291 სამართალდარღვევა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ მიმართულებით დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)