|
2025-11-27 21:47:51, 1447 ნახვა
პოლიტიკა
Batumelebi: მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა, ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო
Batumelebi წერს, რომ მათი დამფძუნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა - ადვოკატების მიმართვის შემდეგ კი, სახალხო დამცველმა საქმისწარმოება დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. საიამ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად. საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. Batumelebi წერს, რომ დღეს, 27 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში მათ ვერ უთხრეს, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას. რაც შეეხება სახალხო დამცველს, Batumelebi-ს ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს, რომ დაიწყეს საქმისწარმოება და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. " უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს პატიმარს. შესაბამისად, ვნახავთ, დოკუმენტაცია გამოთხოვილია, წარმოდგენილიც არის განცხადებით. ჩვენთან დასაქმებულია ექიმი, ჩვენი ექიმი შეაფასებს ამ დოკუმენტაციას და შემდგომში მოხდება რეაგირება. თუ ჩავთვლით, რომ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ ეწევა, შესაბამისი წინადადებით მივმართავთ უწყებას და რეკომენდაცია გვექნება, რომ გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. გარდა ამისა, ქალბატონი მზიას მონახულებაც იგეგმება ამ დღეებში, ან ამ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმებსაც გავესაუბრებით, ვინც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში მას მკურნალობას უწევს", - უთხრა სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა Batumelebi-ს. სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, მათ საქმისწარმოების დაწყებამდე გამოითხოვეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია საჯარო განცხადებების მოსმენის შემდეგ, თუმცა ჯერ პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)