|
2025-11-27 13:22:13, 2110 ნახვა
საზოგადოება
პირადობებს 2026 წლიდან მოქალაქის თითის ანაბეჭდი, CAN კოდი, QR კოდი დაემატება
საქართველოს მოქალაქის პირადობისა და პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის - კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახალი თაობის დოკუმენტებს შეეხება, 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. დაგეგმილი ცვლილებებით ელექტრონული პირადობის მოწმობებსა და პასპორტებს დაემატება ახალი ელემენტები: თითის ანაბეჭდი: პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა. CAN კოდი (Card Access Number): დაემატება სპეციალური კოდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემების ამოკითხვისთვის. ეს ფუნქცია ასევე დაემატება პასპორტებს. QR კოდი: პირადობისა და ბინადრობის მოწმობაზე დაიტანენ QR კოდს. ეს მოქალაქეს, მისი თანხმობით, საშუალებას მისცემს, ინფორმაცია გადაამოწმოს საკუთარი სტატუსის შესახებ (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის ან სტუდენტის სტატუსი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)