00:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 11:38:09, 1365 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს, მა­რი­ო­ნე­ტი მთავ­რო­ბა გვყავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს. 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.

ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება რომ ეს არ არის რეჟიმი რომელიც იხრება ავტორიტარიზმისკენ, მას უნდა დაერქვას სახელი, ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics