|
2025-11-26 13:50:34, 1068 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე Eagle Hills-ის პროექტებზე: არათუ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა, არამედ პირიქით, გაიზრდება
ქართული ოცნების პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. კობახიძემ არაბული კომპანია Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „სპეკულაციაა, თითქოს აღნიშნული პროექტის განხორციელებით თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს“. „ოცნების“ პრემიერი ირწმუნება, რომ კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ „არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა“. "„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“ იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის და ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი“, – თქვა კობახიძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)