|
2016-03-25 16:47:45, 563 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთ ავტოსადგომად ქცეულ სკვერს უბრუნდება ფუნქცია
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებად გილობრივ მოსახლეობას, ნაძალადევის რაიონის გამგებელი,ზაზა გაბუნია სკვერში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებულ სკვერში, ამ დროისთვის მიწისა და ელექტრო-სადენების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,სკვერს ექნება კეთილმოწყობილი ბილიკები, დაიგება ბეტონის ფილები, მოწესრიგდება მწვანე საფარი, შემოიღობება, დამონტაჟდება ახალი განათებები და დასასვენებელი სკამები. ამ ეტაპზე,ნაძალადევის რაიონში 7 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "ეს სკვერი, რომელიც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო, ავტოსადგომად იყენებდნენ, არადა გამზრის დასაწყისი, საკმაოდ აქტიური ზონა და რაიონის ცენტრალური ადგილია. მოხარული ვარ, რომ კეთილმოეწყობა აღნიშნული სივრცე და მოსახლეობას კიდევ ერთი დასასავენებლი სივრცე ექნება, რასაც ისინი წლების მანძილზე ელოდნენ". შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)