01:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 18:17:47, 897 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.

რა შეიცვალა ახალი რეგულაციით?

  • დაემატა ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის. ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ქვეყანა არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან.
  • უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ სახელმწიფოში მოქმედებს ინვესტიციებით მოქალაქეობის მიღების სქემა, რომელიც უცხოელებს რეალური კავშირის გარეშე ანიჭებს მოქალაქეობას.
  • რეჟიმის შეჩერება ასევე შესაძლებელი იქნება, თუ ევროკავშირსა და ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად — ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
  • • მექანიზმის ამოქმედება გამარტივდა: შეჩერების ტენდენციის დასაფიქსირებლად საჭირო ბარიერი 50%-დან 30%-მდე შემცირდა (ზრდა თავშესაფრის განაცხადებში, უკანონო დარჩენის ან კრიმინალის სტატისტიკაში).
  • უვიზო რეჟიმის საწყისი შეჩერების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე იზრდება, გაგრძელების შესაძლებლობით კიდევ 24 თვემდე (ამჟამად 18 თვე).
  • ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, მიზანმიმართულად შეაჩეროს უვიზო რეჟიმი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, მაგალითად სახელმწიფო მოხელეებისა და დიპლომატებისთვის, და არა მთელი მოსახლეობისთვის ერთიანად.

რეგულაცია ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და პირდაპირ გავრცელდება ყველა წევრ ქვეყანაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics