|
2016-03-25 14:29:36, 522 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ბელგიის სამეფოში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა. მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. კახა კახიშვილის განცხადებით, ტერორიზმი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ასევე, საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ცნობისთვის, ბრიუსელში ტერაქტების სერია 22 მარტს განხორციელდა და მას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)