23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 14:29:36, 635 ნახვა

საზოგადოება
თანამედროვე მწერლები მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ

თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, ამჯერად, მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ.

თვადცვის სამინისტროს ინფორმაციით, ია სულაბერიძემ, ბაღათერ არაბულმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ, ეკა კვიციანმა, შარლოტა კვანტალიანმა,თეონა დოლენჯაშვილმა და ედუარდ უგულავამ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება პირადად გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე, შესთავაზეს ჟურნალ „ცისკრის“ პროექტში ჩართვა და მათ მიერ დაწერილი ლექსების ჟურნალში გამოქვეყნება. სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს სამხედრო ბაზას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

თანამედროვე მწერლები და პოეტები სამხედრო ბაზას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის 7 ნოემბერს, კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეხვდნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics