|
2025-11-15 00:39:08, 969 ნახვა
პოლიტიკა
საია: 4 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური კრიზისის, არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდის ანალიტიკური მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებით, არჩევნები ღრმა პოლიტიკური კრიზისის და არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა, რასაც თან ახლდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტი და მოსახლეობისადმი მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. საია ანგარიშში წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა რეპრესიულობით და გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობით. "ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული მმართველობის საფუძველია, რადგან სწორედ ადგილობრივი წარმომადგენლობები უზრუნველყოფენ მოსახლეობის საჭიროებების, ინტერესებისა და პრიორიტეტების ასახვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამგვარი წარმომადგენლობა ქმნის პოლიტიკური ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის საფუძველს. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში კი, ამ დემოკრატიული ფუნქციის სრულყოფილი რეალიზება შეზღუდული აღმოჩნდა. არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და არასაკმარისი დებატების პირობებში, რასაც თან ახლდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტი და მოსახლეობისადმი მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა რეპრესიულობით და გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობით, რაც არსებითად ზღუდავდა კონკურენტულობას და პოლიტიკური/საარჩევნო გარემოს სამართლიანობას". - ნათქვამია დოკუმენტში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)