|
2016-03-25 12:56:18, 476 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტს „მოხატე უსაფრთხოება“ -ს შეუერთდა
დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით „მოხატე უსაფრთხოება“. მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს. იმისათვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ბელიაშვილის ქუჩა ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეითებსა და მძღოლებს მოძრაობის წესების შესახებ კამპანიის სტიკერები დაურიგეს და მოუწოდეს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. მოხალისე სტუდენტებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მადლობის სიგელები გადაეცათ. პროექტით, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, გათვალისწინებულია კიდევ ერთი ზებრა ხაზის მოხატვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)