|
2025-11-10 10:38:50, 963 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ორი დიდი არაბული ქალაქის მშენებლობა, მიგრაციის ზრდაზე არ იმოქმედებს
„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია" - განაცხადა ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. როგორც ე.წ მინისტრმა აღნიშნა, მსგავს სპეკულაციურ განცხადებებს და უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს Eagle Hill - ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს. ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც კობახიძემ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)