03:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:20:48, 573 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ საბოტაჟის საქმეზე: გვაშფოთებს ქმედებები, რაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ფორმულას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც "ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს."

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი", - განუცხადეს ფორმულას სახდეპში.

ცნობისთვის, დღეს "ოცნების" სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics