|
2025-11-03 21:35:38, 773 ნახვა
სამართალი
71 წლის აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე "გზის გადაკეტვის" და "სახის დაფარვის" გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესზე ჩილაჩავამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, ის კვლავ რუსთაველის გამზირზე იქნება, რადგან "მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ". "მე ჩემი პროტესტი მაქვს. სასჯელს რომ მოვიხდი, პირველი გავალ რუსთაველზე. არ გავჩერდები, მე ბოლომდე ვიბრძოლებ. შემდეგზე სისხლის სამართალი იქნება, მაგრამ მაინც გავალ. პროტესტი გამაჩნია, რადგან რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო. ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, მე იქ ვიქნები. მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ". - თქვა ჩილაჩავამ. ცნობისთვის, გაგრიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა მეორედ 2 ნოემებრს აქციაზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ "გზის გადაკეტვის და სახის დაფარვის" გამო დაააკავეს. ადვოკატის ცნობით, ჩილაჩავამ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)