04:18 - 24 May, 2026
|
2025-11-03 15:44:28, 725 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების მთავრობამ ეკლესიას სენაკსა და თიანეთში მიწა და შენობა 1 ლარად მიჰყიდა
ქართული ოცნების მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადასცა. განკარგულებას, რომელიც 28 ოქტომბრით თარიღდება, ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა - ეკლესიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში ჯამში 2 ლარი უნდა გადაიხადოს. განკარგულების თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტში ეკლესიას 1 ლარად 4 მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი დაბა თიანეთში მდებარე 3 415 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)