|
2016-03-24 22:41:57, 1091 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი: პუტინის რუსეთის მსგავსი ქვეყნები გაზს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ
"პუტინის რუსეთის მსგავსი ქვეყნები გაზს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ" - ამის შესახებ ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ემბერ რუდიმ ბრიტანულ-ნიდერლანდურ ელექტრო კომპანია "Britned"-ში განაცხადა. "ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის პუტინის რუსეთი, გაზის შეტანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ. მკვეთრად აძვირებენ ფასს ან სულაც წყვეტენ გაზის მიწოდებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მოპარულ იქნას და გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის" – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. მან იქვე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეულ საშიშროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა ბრიტანეთში უცხოური კომპანიების ინვესტიციების განხორციელება შეაფერხოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)