23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 17:25:34, 564 ნახვა

საზოგადოება
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზვიად მიხანაშვილი N19 დაწესებულებას ესტუმრა

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაწესებულების სამედიცინო განყოფილება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ . შეხვედრაზე სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ორ ექიმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრისგან  კახა კახიშვილისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა  დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „N19 დაწესებულების ექიმების საქმიანობას დიდ მნიშველობას ვანიჭებთ.  ისინი მაღალ  დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელიც  საქართველოში ტუბერკულოზს ებრძვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძრვანელის თამთა დემურიშვილის განცხადებით, გასული წლიდან N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება GENEXPERT-ის აპარატით. 

„დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობს 67 პაციენტი, წინა წლებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით. მათ შორისააა „GENEXPERT”-ის აპარატი, რომლის საშუალებითაც 24 საათში ხდება  დიაგნოზის დადგენა,“-განაცხადა თამთა დემურიშვილმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics